ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგარეო პოლიტიკას მთლიანად პრეზიდენტი განსაზღვრავს


ბატონმა მედვედევმა გასულ ორშაბათს თავისი მენტორის ვალდიმირ პუტინის მიერ დასახული გეზის გაგრძელების პირობა დადო. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკას მთლიანად პრეზიდენტი განსაზღვრავს და დასძინა, რომ ბატონი პუტინი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმირ ჩუროვმა განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებში ქვეყანაში რეგისტრირებულ ას ცხრა მილიონ ამომრჩეველთა რეკორდული სამოცდაატი პროცენტი გამოცხადდა.

მიუხედავად ამისა, რუსეთის ამომრჩეველთა უფლებების დამცველი დამოუკიდებელი ჯგუფი “გოლოსი” აცხადებს, რომ მრავალ ადამიანს არცევნებსი ხმის მიცემას აძალებდნენ. “გოლოსის” დირექტორმა ლილია შიბანოვამ ჩვენს კორესპონდენტს განუცხადა, რომ ასეთი სახის ზეწოლას ალბათ ადგილობრივი ხელისუფლება და არა თავად კრემლი ახორციელებდა. მისი აზრით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალი პრეზიდენტის წინასე საკუთარ აქტივში ქულების ჩაწერას ისახავდნენ მიზნად.

ამ დროს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა პოტენციალი სრულიად გამოყენებული ვერ იქნა:

“2008 წლის 2 მარტს რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ასახავს იმ ამომრჩეველთა ნებას, რომელთა დემოკრატიული პოტენციალი სრულად ვერ იქნა გამოყენებული”. აღნიშნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ანდრეას გროსმა.

ასეთ შეხედულებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც იზიარებს. თუმცა დეპარტამენტის პრეს-მდივანი ტომ კეისი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი მედვედევთან კარგ ურთიერთიობას დაამყარებს:

“ჩემის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ბატონმა მედვედევმა რამდენჯერმე ხაზი გაუსვა კანონის უზენაესობის და ხალხის მიერ საკუთარი აზრის გამოხატვის დიდ მნიშვნელობას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს უბრალო რიტორიკა არაა და ამას საქმეც მოჰყვება”. აღნიშნა ტომ კეისიმ.

ამ დროს კი მოსკოვში რუსეთის პოლიციის სპეცრაზმელებმა საპრეზიდენტო არჩევნების დასაგმობად თავშეყრილი მოპროტესტეები დაარბიეს. სრულიად ეკიპირებულმა სპეცრაზმელებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

სანქტ-პეტერბურგში მოწყობილი საპროტესტო მიტინგის მსვლელობისას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გარი კასპაროვმაც დაგმო:

“ეს ჩვენი შეურაცხოფაა იმიტომ, რომ ჩვენის აზრით ის თუ ვინ მოვა რუსეთის ხელისუფლებაში ხასლხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ცალკეულმა ჯგუფმა, რომელსაც კრემლში ძალაუფლება უპყრია ხელთ”. განაცხადა ბატონმა კასპაროვმა.

აღსანისნავია, რომ კასპაროვს და კიდევ რამდენიმე სხვა პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევნებსი მონაწილეობის უფლება სხვადასხვა მიზეზების გამო არ მისცეს.

XS
SM
MD
LG