ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის არჩევნებში ამომრეჩეველთა რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა


რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის თანამებრძოლმა დიმიტრი მედვედევმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 70%-ზე მეტი მოაგროვა.

არჩევნებში ამომრეჩეველთა რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა დამოუკიდებელი დამკვირვებლების, რუსული ორგანიზაცია “გოლოსის” განცხადებით ელექტორატი ტელეფონის საშუალებით გამოხატავდა უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობას ძალით აიძულებდნენ არჩევნებზე წასვლას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების თქმით არჩევნების შედეგები რუსი ხალხის ნებას გამოხატავს, მაგრამ ის მაინც უსამართლობით გამოირჩეოდა რადგან რუსული მედია ძალზე მიკერძოებულად აშუქებდა მოვლენებს.

ბატონმა მედვედევმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა რომ პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას გაუწევს კურირებას, ვლადიმერ პუტინი კი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

XS
SM
MD
LG