ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით უცხოელმა ოკუპანტებმა უნდა დატოვონ ერაყის ტერიტორია. ირანის ლიდერმა შეერთებული შტატები დაადანაშაულა რეგიონში ტერორიზმის გაღვივებაში.
ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე აჰმნადინეჟადმა აღნიშნა რომ 6 წლის წინათ ერაყში ტერორისტების ჭაჭანება არ იყო. ირანის პრეზიდენტმა დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდა მთელი ძალაუფლება ადგილობრივ მთავრობას გადასცენ ამ რეგიონში.
კვირას საღამოს მაჰმუდ აჰმადინეჟადი იმამ მუსა ალ-ქადიმის სახელობის შიიტ მუსულმათა წმინდა სალოცავს ეწვია ბაღდადში. ამავე დღეს ირანის პრეზიდენტი თავის ერაყელ კოლეგას ჯალალ თალაბანის შეხვდა.