ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სენატში ქვეყნის უშიშროების საკითხს განიხილავენ


-ყაიდა ცდილობს მოქმედების არეალის მთელს მსოფლიოში გავრცელებას. სწორედ ამას გაუსვა ხაზი სამხედრო დაზვერვის სააგენტოს უფროსმა გენერალ ლეიტენანტმა მაიკლ მეიპლსმა განაცხადა, რომ ტერორისტული ქსელი მალე შეიძლება აფრიკას მოედოს. პარალელურად ეს ქსელი ერაყსა და ავღანეთში მოქმედ მოთარეშეებს უმართავს ხელს. გენერლის თქმით, ალ-ყაიდა აგრძელებს პაკისტანის სასაზღვრო პროვინციაში ტერორისტული ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებას. გენერალი მეიპლსი ამბობს, რომ პაკისტენის ეს რეგიონი ტერორისტებისთვის ფაქტობრივად თავშესაფარს წარმოადგენს: “ჩვენ ვიცით, რომ ალ-ყაიდა დაინტერესებულია ისეთი ახალწვეულების მიზიდვით, რომლებსაც ადვილად შეეძლებათ მოგზაურობა და რომლებიც უშიშროების სამსახურებს ეჭვს არ აღუძრავენ. ისინი ცდილობენ, რომ ევროპა ამერიკის წინააღმდეგ თავდასხმების შესამზადებელ პლათფორმათ გადააქციონ:. აცხადებს გენერალი. შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორი მაიკლ მაკკონელი ამბობს, რომ ამერიკისა და მოკავშირეთა დაზვერვის სამსახურების წყალობით, ალ-ყაიდას მიერ დაგეგმილი რამდენიმე ტერორისტული ოპერაცია აიცილეს თავიდან. მათ შორისაა შარშან გერმანიასა და დანიაში განსახორციელებლად დაგეგმილი ტერაქტები. მაკკონელის თქმით, აგრეთვე ერაყში მოქმედი ალ-ყაიდას რგოლის ოპერაციების ნეიტრალიზაციაც მოხერხდა. თუმცა იგი თვლის, რომ ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის: “მივაღწიეთ თუ არა წარმატებას? აღინიშნება თუ არა რადიკალთა მოქმედების დაღმასვლა? ჩვენ ამ კითხვებზე პასუხი არ გაგვაჩნია. მაგრამ ვინაიდან ბოლო დროს ალ-ყაიდას მოქმედება შეიზღუდა ჩვენ ოპტიმიზმის საბაბი გაგვიჩნდა”. აღნიშნა მაიკლ მაკკონელმა. შეშფოთებას აგრეთვე ირანი იწვევს. გენერალი მეიპლსი ამტკიცებს, რომ ირანი პირველ რიგში გარე საფრთხისგან ცდილობს თავის დაცვას. მაგრამ ამას თანამედროვე საჰაერო თავდაცვისა ისეთი ბალისტიკური რაკეტების საშუალებით აპირებს, რომლებიც შეტევისთვისაც შეიძლება იქნეს გამოყენებული: “ირანი ძალზე ახლოს დგას შორი რადიუსის მქონე ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტების შექმნისგან და ახალი საშუალო რადიუსის მქონე ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობს. თეირანი ისევ მხარს უჭერს სხვა ქვეყნებში მოქმედ მისი ნდობით აღჭურვილ ტერორისტულ ორგანიზაციებს. მათ შორის ლიბანში მოქმედ ჰეზბოლას ტეორისტებს თეირანი წვრთნის და ფულით და იარაღით ამარაგებს მათ”. აცხადებს გენერალი მეიპლსი. მისი აზრით, ჩრდილოეთ კორეა ალბათ იონგბიონის ბირთვულ ობიექტზე შექმნილ რამდენიმე ბირთვულ ქობინს ფლობს. მაიკლ მაკკონელი მხარს უჭერს მიყურადების პროგრამის კანონის განახლებას. ამ კანონის თანახმად ამერიკის მთავრობას სასამართლო ორდერის გაცემის გარეშე ტერორისტობაში ეჭვმიტანილების მიაყურადების უფლება ეძლევა. კანონმდებლებისთვის სიძნელეს წარმოადგენს ის საკითხი, რეტროაქტიულად მიანიჭონ თუ არა იმუნიტეტი იმ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მთავრობას ეხმარებოდნენ მიყურადების განხორციელებაში. სენატის მიერ შემუშავებულ კანონპოექტში ეს პუნქტი შეტანილია, ხლო წეარმომადგენელტა პალატისაში კი არა.
XS
SM
MD
LG