ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაჰმუდ აბასმა შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებები ისრაელთან


პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებები ისრაელთან, რომელიც ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას ანხორციელებს პალესტინელთა წინააღმდეგ. ისრაელის სამხედროების მოქმედების შედეგად დღეს კიდევ 6 პალესტინელი მათ შორის 2 წლის გოგონა დაიღუპა. ისრაელის ავიაციამ ღაზაში ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიუს შტაბ-ბინა დაბომბა. შაბათს ისრაელის თავდასხმას 45 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა რომელთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ბრძოლაში ისრაელის ორი ჯარისკაცი დაიღუპა. 2000 წლის შემდეგ პალესტინელთა შორის ამხელა მსხვერპლი არ ყოფილა. ისრაელის ხელისუფლებამ გააკრიტიკა მაჰმუდ აბასის გადაწყვეტილება სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი მიიჩნევს რომ ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლა პალესტინელთა ზომიერი ფრთის გაძლიერებას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG