ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერევანში დემონსტრაციის დარბევისას 8 ადამიანი გარდაიცვალა


ერევანში 8 ადამიანი დაიღუპა სომხეთის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად. არეულობა ერევანში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის დროსაც 33 პოლიციელი დაიჭრა. სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა 20 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პოლიტიკური კრიზისი 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით ამ არჩევნბში პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარქისიანმა გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიცია აცხადებს რომ პირველობა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს ლევონ ტერ-პეტროსიანს გამოსტაცეს ხელიდან. სომხეთის საგანგებო პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად.
XS
SM
MD
LG