ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატმა კანდიდატებმა დებატები გამართეს


გუშინ ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჰილარი კლინტონმა და ბარაკ ობამამ სატელევიზიო დებატები გამართეს. ისინი ჯანდაცვის სისტემის, ვაჭრობისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დებატებიდან ერთ კვირაში დემოკრატიული პარტიის პირველადი არჩევნების მორიგი ტური ოჰაიოსა და ტეხასის შტატებში ჩატარდება.

სენატორმა კლინტონმა შეუტია ბარაკ ობამას და განაცხადა, რომ ობამას მიერ გამოცემულ პამფლეტში არასწორად აღინიშნება, რომ თითქოს ჰილარი კლინტონის ჯანდაცვის გეგმა ხალხს სამედიცინო დაზღვევის ყიდვას იმ შემთხვევაშიც კი აძალებს, როდესაც მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. სენატორმა ობამამ უპასუხა, რომ მას არ უსლუკუნია მაშინ, როდესაც კლინტონმა მას წაუყენა არამართებული ბრალდებები. საგარეო პოლიტიკის სფეროში, კლინტონმა გაიხსენა ობამას მიერ მსოფლიოს ქვეყნების დიქტატორებთან წინაპირობის გარეშე შეხვედრებისთვის მზადყოფნის სურვილის გამოხატვის ფაქტი.

კლინტონმა აღნიშნა, რომ ასეთი ადამიანი ნამდვილად არ არის მზად იმისთვის, რომ შეერთებული შტატების მთავარსარდლის თანამდებობა დაიკავოს. ობამამ უპასუხა, რომ ჰილარი კლინტონმა განსჯის უნარის არქონა გამოავლინა, როდესაც პრეზიდენტ ბუშს ერაყში შეჭრაში შეუწყო ხელი. თუმცა მოგვიანებით კლინტონმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო.

XS
SM
MD
LG