ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი შეძლებს ჩრდილოეთ კორეის დარწმუნებას საბოლოოდ შეაჩეროს თავისი ბირთვული პროგრამა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იმედოვნებს , რომ ჩინეთი შეძლებს ჩრდილოეთ კორეის დარწმუნებას საბოლოოდ შეაჩეროს თავისი ბირთვული პროგრამა.

პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იუანგ ჯეიჩისთან შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა რაისმა განაცხადა რომ ჩინეთი თავის გავლენას გამოიყენებს რათა ჩრდილოეთ კორეის ხელსიუფლებაზე ზეგავლენა მოახდინოს.

თავის მხრივ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რომ ვაშინგტონთან ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემებზე განაახლებს კონსულტაციებს.

კონდოლიზა რაისი ჩინეთის პრეზიდენტს ჰუ ჯინტაოს და პრემიერ-მინისტრს ვენ ჟიბაოს შეხვდება.

XS
SM
MD
LG