ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის მთავრობამ თურქეთს ჯარების გაყვანა მოთხოვა


ერაყის მთავრობამ დაგმო თურქეთის სამხედრო აგრესია რომელიც ერაყის ჩრდილოეთში ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ არის მიმართული და ჯარების გაყვანა მოითხოვა.

ერაყის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელის ალი ალ-დაბაღის განცხადებით თურქეთის სამხედრო ოპერაცია ერაყის სუვერენიტეტს ემუქრება.

თურქეთის არმია გასულ ხუთშაბათს შეიჭრა ერაყის მთიან რაიონში. სამხედრო მოქმედებების შედეგად 153 ქურთი მეამბოხე და 17 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

ქურთისტანის მუშათა პარტია უარყოფს ამ მონაცემებს და აცხადებს რომ გაცილებით ნაკლები დანაკარგები გააჩნია.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიუპ ერდოღანის განცხადებით ეს სამხედრო ოპერაცია მხოლოდ ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც ტერორისტულ აქტებს ანხორციელებს თურქეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

თეთრი სახლი იმედოვნებს რომ სამხედრო ოპერაციები მალე დასრულდება და მხოლოდ ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

XS
SM
MD
LG