ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კინოაკადემიის პრიზი , ოსკარი


ამერიკის კინოაკადემიის პრიზი , ოსკარი საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო სცენარისთის გადაეცა მძაფრი სიუჟეტის მქონე ფილმს სახელწოდებით ” ”არ არის ქვეყანა ხანშიშესულისთვის”.

ფილმის რეჟისორები არიან ძმები ჯოელ და ითან კოენები.

ოსკარი საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის დაიმსახურა დანიელ დეი ლუისმა ფილმში ”დაიღვრება სისხლი”. ლუისი ფილმში კალიფორნიის შტატში ულმობელი ნავთობის მაგნატის როლს ასრულებს.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მარიონ კოტილარდი დააჯილდოვეს. კოტილარდმა ფილმში ” LA VIE EN ROSE”-ში, რომელიც ქართულად ”ცხოვრება ვარდისფრად” ნიშნავს, ცნობილი ფრანგი მომღერლის ედიტ პიაფის როლი შეასრულა.

ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლის შესრულებისთვის დაიმსახურა ხავიერ ბარდემმა, ფილმში ”არ არის ქვეყანა ხანშიშესულისთვის”, ხოლო საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის ტილდა სვინტონი დააჯილდოვეს, ფილმში ”მაიკლ კლეიტონი”.

XS
SM
MD
LG