დღეს გაროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი ქვეყნისა და გერმანიის წარმომადგენლობა ვაშინგტონში კონფერენციას მართავს. კონფერენციისას განიხილავენ ზომებს რომელიც ირანს ბირთვული პროგრამის შეჩერებას აიძულებს.
გასულ კვირას საფრანგეთმა და ბრიტანეთმა უშიშროების საბჭოს გააცნო რეზოლუცია რომელიც ირანის წინააღმდეგ მესამე ხელი სანქციების დაწესებას ეხება. შეგახსენებთ რომ ირანი ურანის გამდიდრების პროცესს აგრძელებს.
ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი , რომელიც დღეს იაპონიას ეწვია, საერთაშორისო საზოგადოებრიობას მორიგი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ბატონი აჰმადინეჟადისა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციებს დაწესების შემთხვევაში თეირანის მხრიდან საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.