ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი კარბალაში


ბაღდადის სამხრეთით განხორციელებულმა ტერაქტმა სულ მცირე სამი შიიტი მომლოცველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ოფიციალური პირები აცხადებენ რომ დღეს გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქებისას დაშავდა 15 შიიტი მომლოცველი, რომლებიც ქალაქ კარბალისკენ მიემართებოდნენ. შეაგხსენებთ რომ ბაღდადიდან 80-ცი კილომეტრის დაშორებით ბდებარე ქალაქი კარბალა, ნაჯაფის შემდეგ შიიტთა მეორე უწმინდეს ქალაქად ითვლება და იქ ყოველთვის უამრავი მომლოცველი იყრის თავს.

ამავე განცხადების თანახმად ბაღდადში კვირას მომხდარი აფეთქებისას 56 ადამიანი დაიღუპა. არიან დაჭრილები. აფეთქებას ადგილი ჰქონდა კარავში სადაც მომლოცველებს გამაგრილებელი სასმელით უმასპინძლდებოდნენ.

ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩო და ერაყში ამერიკის სამხედრო ოფიციალური პირებმა კვირას განხორციელებულ ტერაქტში ალყაიდას დასდეს ბრალი.

ერაყის პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად დღეს ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე პოლიციის განყოფილებასთან ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვულმა კამიკაძე ტერორისტმა აიფეთქა თავი. აფეთქებისას დაიღუპა პოლიციის ოფიცერი.

XS
SM
MD
LG