ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კულტურის პოლიტიკა


საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გასული 4 წლის განმავლობაში აშკარა პრიორიტეტი ძეგლთა დაცვა, მათი რესტავრაცია-კონსერვაცია, ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაცია იყო. ყველაზე ხშირად ქართველი ხელოვანების მხრიდან პრეტენზიები ამ შინაარსით ისმოდა: კულტურის პოლიტიკა არ თვლის პრიორიტეტად თანამედროვე ხელოვნებას და მის განვითარებას. დღეს ჩვენ ახალი მინისტრი გვყავს და საინტერესოა მისი მოსაზრება, რა გაკეთდა უკანასკნელ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი და რა იგეგმება მომავალში? ჩვენს კითხვებს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი პასუხობს.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი მესიჯი არის, რომ ჩვენ გვქონდეს უფრო დაბალანსებული მიდგომა, მთელი ერთიანი კულტურის მიმართ. მოგეხსენებათ, ეს მართლაც ერთი მთლიანი კულტურაა, რომელიც შეიცავს თანამედროვესაც და ძველსაც.

- შეგიძლიათ გვითხრათ რას გეგმავთ ამ მიმართლებით კონკრეტულად? თანამედროვე ხელოვნების მეტი პოპულარიზაციისათვის?

ნიკოლოზ ვაჩეიშვილირა თქმა უნდა. ქვეყნის გარეთ ჩვენ 2007-ში ძალიან კარგი პროექტები გავაკეთეთ, ეს იყო თეატრების გასტროლები, ჩვენი მონაწილეობა ვენეციის ბიენალეზე, ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა და გაიტანა ქართული წიგნი. იგივე შეიძლება ითქვას ვენეციის ბიენალეზე. ამერიკაში და ევროპაში იყო ჩვენი გაერთიანებული, დიდი გამოფენები და ა.შ.

- ჩვენ ამ თემაზე მომავალშიც გავაგრძელებთ საუბარს და მუდმივად დავინტერესდებით, იქნება თუ არა ქვეყნის კულტურის პოლიტიკა მეტად დაბალანსებული და მიექცევა თუ არა მეტი ყურადღება თანამედროვე ხელოვნებას და მის განვითარებას, ვიდრე ეს აქამდე, უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ხდებოდა.

XS
SM
MD
LG