ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში თალიბები მოლაპარაკებაზე თანხმდებიან


თალიბებმა პაკისტანის ახალ მთავრობას მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით მიმართეს. თუმცა მათი თქმით ეს მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება თუ მთავრობა, ტომებით დასახლებულ ქვეყნის ჩრდილო დასავლეთ რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებს შეწყვეტს.

დღეს თალიბთა პრეს-მდივანმა მულავი ომარმა ჟურნალისტებს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ახალმა მთავრობამ თავი უნდა აარიდოს პრეზიდენტ მუშარაფის მიერ დაშვებული შაეცდომების გამეორებას.

XS
SM
MD
LG