ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბა კასტროს მემკვიდრის მოლოდინში


დღეს კუბის ეროვნული ასამბლეა ფიდელ კასტროს მემკვიდრის ასარჩევად შეიკრიბა. ფიდელ კასტროს ავადმყოფობის გამო, 2006 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას მისი უმცროსი ძმა რაული ასრულებს. გადადგომის შესახებ ოთხმოცდა ერთი წლის ფიდელმა გასულ სამშაბათს განაცხადა.

ამით სრულდება ფიდელ კასტროს თითქმის ორმოცდათწლიანი მმართველობის ეპოქა. მოელიან, რომ ასამბლეა დღეს პრეზიდენტის პოსტზე რაულ კასტროს აირჩევს. ფიდელი კუბის კომუნისტური პარტიის თავკაცობას შეინარჩუნებს. პრეზიდენტი ბუში იმედოვნებს, რომ ფიდელ კასტროს გადადგომა კუბაში დემოკრატიულ ძვრებს გამოიწვევს. პოლიტოლოგთა უმეტესობა ეკონომიკურ რეფორმებს წინასწარმეტყველებს. თუმცა იდეოლოგიური ცვლილებებისა თითქმის არავის სჯერა.

XS
SM
MD
LG