ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ თავდაცვის მინისტრი ავსტრალიელ კოლეგას შეხვდა


დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეთსი და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ნეგროპონტე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრს სტივენ სმიტს და თვადაცვის მინისტრს ჯოელ ფიცგიბონს შეხვდნენ. მოლაპარაკებამ ნაყოფიერად ჩაიარა რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური ალიანსის სიცოცხლისუნარიანობა. მოლაპარაკების დროს განიხილეს ერაყიდან ავსტრალიის ჯარების გამოყვანის საკითხი. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის ჯოელ ფიცგიბონის განცხადებით ასევე განიხილებოდა ავსტრალიისთვის უახლესი ამერიკული საჰაერო ბომბდამშენების მიყიდვის საკითხი.
XS
SM
MD
LG