ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაისის განცხადებით ირანის წინააღმდეგ შესაძლოა ახალი სანქციები დაწესდეს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის განცხადებით ირანის წინააღმდეგ შესაძლოა ახალი სანქციები შემოიღონ ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო. კონდოლიზა რაისის განცხადების თანახმად ირანი აგრძელებს ურანის გამდიდრების პროგრამაზე მუშაობას. მისი თქმით გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით თეირანი ყალბ ცნობებს აწვდიდა საერთაშორისო საზოგადოებას თავისი ბირთვული ტექნოლოგიების შესახებ. ატომური ენრგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენების თანახმად ძნელიო სათქმელია რამდენად შეესაბამება ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს.
XS
SM
MD
LG