დღეს გუამში ბ-2 სტელსის ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ. ეს თვითმფრინავი მილიონობით დოლარი ღირს და მისი კატასტროფის მიზეზებს გულდასმით გამოიძიებენ. მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს და ამჟამად ანდერსონის სამხედრო საჰაერო ბაზაზე იმყოფებიან. ეს ამ ტიპის ბომბდამშენის კატასტროფის პირველი შემთხვევაა. ამჯამად შეერთებულ შტატებს ბი-2 ტიპის 20-მდე ბომბდამშენი დარჩა რომლებიც ვაიტმენის სამხედრო ბაზაზე არიან განლაგებულნი მისურის შტატში. ამ თვითმფრინავს 11000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია დამატებითი საწვავის გარეშე. გუამი შეერთებული შტატების ტერიტორიაა რომელიც ჰავაიდან 6000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
პოპულარული
1