ერაყის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მოჰამედ ალ ასკარიმ განაცხადა, რომ ალ ყაიდას ტერორისტები რვა წლის ბავშვებს კამიკაძეებად გახდომასა და ერაყელი მოქალაქეების განადგურების მიზნით ბომბების დამზადებას ასწავლიან. ალ ასკარიმ, რომელიც თარჯიმნის დახმარებით საუბრობდა, აღნიშნა, რომ ალ ყაიდა, ამდენად, არასრულწლოვანი ბავშვების ექსპლუატციას სხვადასხვა გზებით ახდენს. “ალ ყაიდას საქმიანობის ერთერთი ნაწილია ბავშვების გატაცება და შემდეგ გამოსასყიდის მოპოვების გზით, მათი ტერორისტული საქმიანობის დაფინანსება.” ერთობლივი პრეს კონფერენციისას, რომელიც ერაყში დისლოცირებული კოალიციური ძალების წარმომადგენელ გრეგორი სმითთან გაიმართა, ალ ასკარიმ წარმოადგინა ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გადაარჩინეს ერაყის უშიშროების ძალებმა 11 წლის ბიჭი. “ყმაწვილი ტერორისტებმა გაიტაცეს და გამოსასყიდის სახით 100 000 დოლარი მოითხოვეს. გადაუხდელობის შემთხვევაში, გატაცებულ ბიჭს თავს მოკვეთდნენ.” ადმირალი სმითი აცხადებს, რომ კოალიციის ძალებმა ასევე ამოიღეს ვიდეო კასეტა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ წვრთნიან ბავშვებს ალ ყაიდას ტერორისტები. “ვიდეო მასალაზე ნაჩვენებია 20მდე 11წელს ქვევით მყოფი მოზარდი, რომლებსაც ადამიანთა გატაცებისა და მკვლელობის ტექნიკას ასწავლიან. სწავლებისას ბიჭებს ასევე აწვდიან სხვადასხვა იარაღს. ვიდეოკადრებზე დაფიქსირებულია თუ როგორ უწევენ რეკლამას მოსწავლეები ადამიანთა მკვლელობას და თავიანთ ერთგულებას გამოხატავენ ალ ყაიდას მიმართ. “ ადმირალ სმითის განცხადებით, მსგავსი ვიდეო მასალის ამოღება პირველი შემთხვევა როდია, თუმცა ამ შემთხვევაში შინაარსი განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო. სმითის განცხადებით, ალ ყაიდა მცირეწლოვანი ბავშვების მოზიდვას განსაკუთრებით ცდილობს. ამის მაგალითია, სმითის განცხადებით, ის თუ როგორ შედიან ალ ყაიდას წევრები სკოლებში და პროპაგანდისტულ საქმიანობას მიხდევენ იქ. ასევე ცნობილია ისიც, რომ ალ ყაიდასთან დაკავშირებული ხუთი ათასამდე ვებ გვერდი სწორედ ახალგაზრდებისა და ბავშვების დაინტერესებას ცდილობს. ადმირალი სმითი აცხადებს, რომ ალ ყაიდა 15 წლის ბიჭებსა და ფსიქიურად დაავადებულ ქალებს თვითმკვლელობას და მცირეწლოვან ბავშვებს ადამიანების სიკვდილს ასწავლის. კოალიციური ძალები, სმითის განცხადებით, ერაყელი ხალხის მხარდამხარ იბრძვიან ტერორისტებისა და ექსტრემისტებისგან ერაყის გასათავისუფლებად.
პოპულარული
1