ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასის შტატში გამართული დებატები


გუშინ, ტეხასის შტატში გამართული დებატებისას, აშშ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებმა ჰილარი ქლინტონმა და ბარაკ ობამამ დაპირებებისა და საქმის შესრულების მნიშვნელობაზე ილაპარაკეს ამომრჩევლების წინაშე.

ქლინტონის განცხადებით, ობამა კარგად საუბრობს, მაგრამ მას საქმით არ დაუმტკიცებია თავისი დაპირებები. ამასთან, ქლინტონმა ობამას ბრალი დასდო რომ იგი სხვა ცნობილი პოლიტიკოსების სიტყვებს საკუთარ ნააზრევად ასაღებს. ბარაკ ობამამ ეს ბრალდებები უყარყო და მათ სისულელე უწოდა.

მან თქვა რომ ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია და რომ სიტყვებს მართლაც დიდი დატვირთვა აქვს ადმიანების მოსაზიდად და დასაინტერესებლად. ობამამ და ქლინტონმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს სხვადასხვა საკითხების ირგვლივ.

XS
SM
MD
LG