ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პერვეზ მუშარაფი მზად არის ახალ პარლამენტთან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე იმუშაოს


პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი აცხადებს, რომ რომ მზად არის ახალ პარლამენტთან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე იმუშაოს.

მუშარაფმა, გაზეთ ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ ტერორიზმის დამარცხების, სტაბილური მთავრობისა და ეკონომიკური ზრდისთვის ფუნდამენტის შექმნის იმედი აქვს.

პაკისტანის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ოპოზიციასთან ითანამშრომლებს. ორშაბათს, საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტის პარტიის დამარცხების შემდეგ, ბევრი მუშარაფს გადადგომისკენ მოუწოდებდა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.

პაკისტანის ოპოზიციური --ხალხის პარტია და მუსლიმური ლიგა ახალ პარლამენტში უმრავლესობით მოვიდნენ. ორი ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ მთავრობასთან კონსენსუსის ეროვნულ პროგრამაზე ერთად იმუშავებენ.

XS
SM
MD
LG