ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი სააკაშვილი კრემლში რუსეთის ლიდერს ხვდება


საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში კრემლში იმყოფება, კრემლში დაახლოებით ნახევარი საათის წინ მ.სააკაშვილისა და ვლ.პუტინის შეხვედრა დაიწყო.საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში დღეს გაემგზავრა, სადაც დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების არაფორმალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისათვის უკვე ცნობილია, რომ რუსულ-ქართული კონსულტაციები მოსკოვში, რუსთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ წარმატებით დასრულდა. მ.სააკაშვილის მოსკოვში გამგზავრებამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ თბილისი მხარს დუჭერს რუსეთის მსო გაწევრიანებას ( რაზეც დღემდე არ თანხმდებოდა), მოსკოვი კი საპასუხოდ მოხსნის ეკონომიურ და სატრანსპორტო ემბარგოს. როგორც ვხედავთ , ექსპერტთა პროგნოზი მართლდება.. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს სავაჭრო დეპარტამენტის უფროსის მ.მედვედკოვის განცხადებით მხარეებმა საკმაოდ წინ წაიწიეს, გამონახეს შეხების წერტილები ისეთ საკითხებში, როგორიც არის ერთობლივი სასაზღვრო გამშვები პუნქტები და ვაჭრობა. მ.სააკაშვილის ვიზიტის შესახებ მოსკოვში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ირაკლი კენჭოშვილი ამბობს : - რუსეთი მიხვდა, რომ საქართველო კაპიტულაციის გზით არ წავიდა არც ეკონომიკის, არც პოლიტიკის დარგში.. გარდა ამისა, არ გამრთლდა რუსეთის მოლოდინი ამ ხელისუფლების შეცვლის შესახებ, რუსეთი იძულებული ხდება ანგარიში გაუწიოს ამ ხელისუფლებას, რუსეთს სჭირდება თბილისის მხარდაჭერა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, იცის , რომ თბილისი ამაზე არ წავა ისე, რომ რუსეთს სანაცვლოს ადეკვატურ დათმობებზე წასვლა არ მოთხოვოს
XS
SM
MD
LG