ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიდელ კასტრო გადადგა.  როგორი იქნება კუბის მომავლი?


ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამის მცირე ჰავანად წოდებულ უბანში კუბელ ლტოლვილთა ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს. აქ ბევრი სიხარულით მიესალმა ფიდელ კასტროს გადადგომის ამბის გავრცელებას. თუმცა დამიან არზოლა და კიდებ ბევრი სხვა თვლის, რომ სასიკეთო ძვრებს მალე არ უნდა ველოდოთ: “ფიდელი მხოლოდ ადამიანია, იგი დაბერდა და მიდისწ, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში სისტემის შეცვლა გვესაჭიროება. ამას კი ფიდელის თანაგუნდელები ვერ შესძლებენ”. ამბობს დამიან არზოლა. ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ტომ კეისიმ განაცხადა, რომ ფიდელ კასტროს გადადგომა კუბის მიმართ ამერიკის პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის და, რომ ათწლეულების განმავლობაში კუბის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური ემბარგო ძალაში რჩება: “ახლა საერთაშორისო საზოგადოებრიობა კუბის ხალხს იმ დემოკრატიული ინსტიტუტების აღშენებაში უნდა დაეხმაროს, რომლებიც კუბაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ცატარებას შეუწყობს ხელს”. განაცხადა აფრიკაში მყოფმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა. ბრიუსელში ევროკავშირის პრესმდივანმა გამოხატა კუბის ახალ ლიდერებთან კონსტრუქციული დიალოგის დამყარების სურვილი. კასტროს გადადგომის განცხადება სულ რამდენიმე დღით უსწრებს კუბის ეროვნული ასამბლეის შეხვედრას, რომელიც 24 თებერვალს ჩატარდება. ასამბლეამ სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. პოლიტოლოგები თვლიან, რომ კუბის ლიდრად უმცროს კასტროს რაულს აირჩევენ. ამჟამად რაულ კასტრო ქვეყნის თავდაცვის მინისტრია და მას შემდეგ, რაც 2006 წლის ივლისში ფიდელს ოპერაცია გაუკეთეს იგი დროებით ასრულებს კუბის პრეზიდენტის მოვალეობასაც: “ეს ახალი რეჟიმია, რადგანაც არც რაულ კასტროს და არც სხვა ვინმეს ამ წრიდან ფიდელივით მართვის უნარი არ შესწევს. მათ ფიდელის ქარიზმა აკლიათ და ვერ შეძლებენ ხალხის იძულებას, რომ მათ წინანდებურად მსხვერპლის გაღებით იცხოვრონ. ახალი ლიდერები ვერც ფიდელივით მოსახლეობის ეკონომიკური მოთხოვნების უგულვებელყოფას შესძლებენ”. ამბობს ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ეუსებიო მუხალ-ლეონი. იგი აგრძელებს, რომ 76 წლის რაულ კასტრო იმ დროებით მთავრობას გაუძღვება, რომელიც ხელისუფლების უფროსი თაობისგან უმცროსისათვის გადაბარებას შეუწყობს ხელს. პროფესორის თქმით, რაულ კასტროსთვის ყველაზე დიდ სიძნელეებს კუბის გრძელვადიანი ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და კუნძულის ახალგაზრდა ლიდერებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG