ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სრულდება პრეზ. ბუშის ვიზიტი აფრიკაში


რულდება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტი აფრიკის ხუთ ქვეყანაში. პრეზიდენტი ბუში და მისი მეუღლე ლორა დღეს ლიბერიის დედაქალაქში მონროვიაში ჩაბრძანდნენ, სადაც ისინი ლიბერიის პრეზიდენტს ელენ ჯონსონ სირლიფს შეხვდნენ. ლიბერიაში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა შეერთებული შტატების მხარდაჭერა აღუთქვა ლიბერიას წარსული ჭრილობების მოშუშებაში. მომავალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ლიბერიის სკოლის მოსწავლეებს მილიონ სასწავლო წიგნს გამოუყოფს, ამ პროგრამის შესახებ პრეზიდენტმა ბუშმა უახლოეს მომავალში უნდა გააკეთოს განცხადება. პრეზიდენტ ბუშის საპატივცემულოდ ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო შეტაკებას, სადაც ლიბერიაში ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების ფორუმის დამაარსებელი მულბა მორლუ და ფორუმის ორი წევრი დააკავეს, როდესაც ისინი პრეზიდენტი ბუშისთვის წერილობითი სათხოვარის გადაცემას ცდილობდნენ. ბატონ მულბა მორლუს იმედი აქვს რომ პრეზიდენტი ბუში ლიბერიაში ომის დროს ჩადენილი დანაშაულებებს ისეთივე ყურადღებით მიუდგება როგორც კენიაში კონფლიქტს. როდესაც პრეზიდენტი კენიაში სიტყვით გამოვიდა მან აღნიშნა რომ კენიის მოსახლეობა იმსახურებს სამართალს და არჩევნებთან დაკავშირებული კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას. კენიაში 1000 ადამიანი შეეწირა ამ კონფლიქტს, ლიბერიაში კი 300 ათასი, დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი ბუში გულგრილად არ მიუდგება ამ ფაქტს. ცდ შეგახსენებთ რომ ლიბერიაში 14 წლის განმავლობაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა რომელმაც ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამოქალაქო ომი 2003 წელს დასრულდა. მას შემდეგ ვაშინგტონმა 700 მილიონი დოლარი გამოყო ლიბერიის დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG