ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში


საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ სომხეთში სამშაბათს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა სერჟ სარკისიანმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ბატონმა სარკისიანმა ხმათა 53 პროცენტი დააგროვა. სარკისიანის მოწინააღმდეგე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი იყო. რომელმაც ხმათა 21 პროცენტი დააგროვა.

სარქისიანმა განაცხადა რომ იგი გააგრძელებს სომხეთის პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის პოლიტიკას. შეგახსენებთ რომ კოჩარიანს კონსტიტუციის თანახმად აეკრძალა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობის მიღება.

ტერ პეტროსიანის მომხრეები აცხადებენ რომ არჩევნები გაყალბებული იქნა და საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ.

XS
SM
MD
LG