ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ტერორიზმზე გამარჯვებაა


პრეზიდენტი ბუში აცხადებს რომ პაკისტანში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ტერორიზმზე გამარჯვებად მიიჩნევს. პრეზიდენტმა იქვე იმედი გამოთქვა რომ იმედოვნებს პაკისტანის ახალი მთავრობა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას განაგრძობს.

განაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა რომ მიუხედავად პაკისტანის პრეზიდენტის პერვეზ მუშარაფის პარტიის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებისა პაკსტანის პრეზიდენტმა შეასრულა დანაპირები, გააუქმა საგანგებო მდგომარეობა და თავისუფალი არჩევნები ჩაატარა.

პრესკონფერენციაზე ბატონმა პრეზიდენტმა ასევე დასძინა რომ შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს საერთო ინტერესები ამოძრავებთ, კერძოდ კი ექტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლა.

დღეს პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფის მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად ორშაბათს ჩატარებული სპარლამენტო არჩვენებში მისი პარტიის დამარცხების მიუხედავად იგი არ გეგმავს პოსტის დატოვებას. გაზეთ WALL STREET JOURNAL-თან საუბარში პაკისტანის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ მისი ადმინისტრაციის სამომავლო გეგმაა პაკისტანის მთავრობა დემოკრატიულ მიზნებს ემსახუროს.

XS
SM
MD
LG