ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვისკონსის შტატებში პირველადი არჩევნები


ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი ქლინტონი და ბარაკ ობამა დღეს ჰავაისა და ვისკონსის შტატებში დაგეგილ პირველად არჩევნებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ილინოისის შტატის სენატორი ბარაკ ობამა იმედოვნებს, რომ ჰილარი ქლინტონს დღესაც დაამარცხებს. წინასწარი მონაცემების თანახმად, ვისკონსინში დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი, ჰავაიშI კი ობამა ლიდერობს.

რაც შეეხება რესპუბლიკელ კანდიდატებს, სენატორი არიზონას შტატიდან ჯონ მაქეინს ასევე წარმატების იმედი აქვს ვისკონსინისა და ვაშიგტონის შტატებში. შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელი პრეზიდნეტის მამამ, ჯორ ბუშმა.

XS
SM
MD
LG