ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის საპარლამენტო არჩევნები


პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მუშარაფის მოკავშირეები დამარცხებას აღიარებენ. გუშინ ჩატარებულ არჩევნებს როგორც ჩანს ორი ოპოზიციური პარტია მოიგებს.

პაკისტანის მუსლიმური ლიგის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისი პარტიის წევრები აცნობიერებენ დამარცხებას, და რომ ისინი მზად არიან ოპოზიციასთან ერთად ახალ პარლამენტში ითანამშრომლონ. მისი განცხადებით არჩევნების შედეგები ხალხის ნების გამოხატულებაა.

წინასწარი შედეგების თანახმად, ბენაზირ ბჰუტოს ხალხის პარტია ყოფილი პრემიერ მინისტრის ნავაზ შარიფის მუსლიმურ ლიგას უსწრებს.

ჯერჯერობით ცნობლი არ არის ბჰუტოსა და შარიფის პარტიები შესძლებენ თუ არა საკმარისი ადგილების მოპოვებას რათა პრეზიდენტი მუშარაფი გადააყენონ თანამდებობიდან.

XS
SM
MD
LG