ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბის პრეზიდენი ფიდელ კასტრო 49 წლის მმართველობის შემდეგ ტოვებს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას


კასტრომ გადადგომის შესახებ დღეს, სახელმწიფო გაზეთის საშუალებით გააკეთა განცხადება. კუბის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება წინ უსწრებს კვირას დაგეგმილ კუბის ეროვნული ასამბლეის თავყრილობას, სადაც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

ფიდელ კასტროს განცხადებით, მთელი მისი ავადმყოფობის მანძილზე იგი კუბელ ხალხს ამზადებდა ამ ნაბიჯისთვის და რომ იგი მისი სინდისის წინაშე არ იქნებოდა მართალი იმაზე მეტი პასუხისმგებლობა რომ ეკისრა, ვიდრე ამის საშუალება მას ფიზიკურად შესწევს.

კასტროს განცხადებით, მისი გადადგომა პრეზიდენტის პოსტიდან, კუბელ ხალხთან გამომშვიდობებას როდი ნიშნავს, არამედ მან აღნიშნა, რომ მის ნააზრევს იგი ამიერიდან წერილობით სახეს მისცემს.

აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აფრიკაში ვიზიტისას გამოეხმაურა კუბის ლიდერის ამ გადაწყვეიტლებას და იმედი გამოთქვა, რომ კასტროს წასვლით კუბაში დემოკრატიულ ეტაპზე გარდამავალი ხანა დაიწყება.

ბუშმა აქვე დასძინა, რომ კუბაში პოლიტიკური პატიმრები უნდა განთავისუფლდნენ და რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

XS
SM
MD
LG