ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტი დოლარის ვარდნის მიზეზებს გაარკვევს


საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის გარეშე დღეს სასესიო კვირა დაიწყო. რა საკითხებს მიანიჭა პრიორიტეტი უმრავლესობამ ? - ამ კითხვაზე რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალ.შალამბერიძე პასუხობს, რომ უმრავლესობამ პრიორიტეტი მიანიჭა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც შეეხება საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩარტარებას, 7%-ანი ბარიერის დაწევას 5%-მდე და პროპორციული რეგიონალური სიით არჩევნების ჩატარებას. ალ.შალამბერიძის თქმით მ.წ. ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი მეტი იქნება, ვიდრე ხარჯვითი , ხოლო თუ ეს ასე არ იქნება - ეს მთავრობა გადადგება! დოლარის ვარდნის შესახებ ალ. შალამბერიძე ამბობს, რომ თუ ეს ხელოვნურად ხდება, ამას მმართველი პარტია გაარკვევს და სათანადო ზომებს მიიღებს..

დიახ, თბილისში საზოგადოება აღშფოთებულია დოლარის ასეთი მკვეთრი ვარდნით. ამ ფაქტორს სხდომის მსვლელობისას რამდენჯერმე, მართალია ხუმრობით, მაგრამ ხაზი გაუსვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მ.მაჭავარიანმა. ექსპერტთა თქმით, როცა ქვეყანაში არასტაბილური ვითარებაა, ვალუტა მყარდება. საქართველოში ახლა ვითარებას სტაბილურს ვერ ვუწოდებთ, თუ ოპოზიციის ხალხმრავალ საპროტესტო აქციებს გავითვალისწინებთ.. დოლარის მკვეთრი ვარდნა რით შეიძლება აიხსნას ? ამ კითხვით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლადო პაპავას მივმართე, რომელმაც დოლარის ვარდნა მთავრობის პოლიტიკით ახსნა.

XS
SM
MD
LG