შეერთებული შტატების ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი რესპუბლიკელ სენატორს საპრეზიდენტო კანდიდატს ჯონ მაქქეინს უჭერს მხარს.
რომნიმ რომელიც საპრეზიდენტო მარათონს გასულ კვირას გამოეთიშა, , აღნიშნა რომ მიუხედავად ჯონ მაქქეინის პოლიტიკური პოზიციის უკმაყოფიელბისა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადება გაერთიანებული ძალებით აჯობებს.
ორი საპრეზიდენტო კანდიდატი იმიგრაციის, გადასახადებისა და სხვა საკითხებში ვერ თანხმდებიან. სენატორ მაქქეინის პლატფორმასთან განსხვავებისა ახლა წინააღმდეგობას არკანზასის შტატის გუბერნატორი მაიკ ჰაკაბი უწევს, რომელსაც დიდი მხარდაჭერა აქვს კონსერვატორებს შორის.
ნიუ მექსიკოს შტატში 5 თებერვალს ჩატარებული პარტიული ლიდერების წინასაარჩევნო დახურული კრებაზე რომლის შედეგებიც 9 დღის დაგვიანებით გამოცხადდა, სენატორმა ჰილარი კლინტონმა დაამარცხა დემოკრატი ბარაკ ობამა.