ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გასულ წელს მთელს მსოფლიოში 86 ჟურნალისტი მოკლეს


ორგანიზაცია “ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე” აცხადებს, რომ 2007 წელ ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი იყო.

გასულ წელს მთელს მსოფლიოში ოთხმოცდაექვსი ჟურნალისტი მოკლეს. 1994 წლის შემდეგ ეს ჟურნალისტთა შორის ფატალიზმის ყველაზე დიდი მონაცემია. ეს ინფორმაცია ჯგუფის ვაშინგტონის განყოფილების დირექტორმა ლუსი მორილონმა გაავრცელა:

“ჟურნალისტები სულ უფრო მზარდი დარტყმის ქვეშ იმყოფებიან. სულ უფრო მეტ ჟურნალისტს კლავენ. ცენზურა მთელს მსოფლიოში სულ უფრო ძლიერდება. სადღეისოდ მსოფლიოს ციხეებში ას ოცდაათი ჟურნალისტი იმყოფება. ეს ადამიანის უფლებების დამცველებს გულს წყვეტს”. აღნიშნა ლუსი მორილონმა.

კონფერენციაზე ხუთი სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები გამოვიდნენ სიტყვით. აიუბ ნური ერაყელია. იგი ამბობს, რომ ომის მსვლელობის გაშუქების დროს მრავალჯერ შეუხედავს სიკვდილისთვის:

“ეს ძალზე რთული იყო. ყოველთვის თემაზე მუშაობისას საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება მიწევდა.

ორგანიზაცია “ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე” ასევე აცხადებს, რომ ჟურნალისტთა ნახევარზე მეტი ერაყში დაიღუპა. 2003 წლის შემდეგ ერაყში ორასზე მეტი ჟურნალისტი გამოასალმეს სიცოცხლეს. ჯგუფმა აგრეთვე გააკრიტიკა ჩინეთი. ანგარიშის თანახმად, ჩინეთმა ვერ შეასრულა ოლიმპიური თამაშებისთვის პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის პირობა. აქ ნათქვამია, რომ ჩინეთში პრესის თავისუფლებას არღვევენ და ჟურნალისტებს აპატიმრებენ.

ჟურნალისტმა ჰე კინლიანმა ჩინეთი 2001 წელს დატოვა. მისი თქმით, ოლიმპიადის ჩინეთში ჩატარება კარგი მიზეზია პეკინზე ადამიანის უფლებების დაცვის ფონის გამოსწორების გამო ზეწოლის განსახორციელებლად:

“ჩვენ ჩინეთის ხალხის ცნობიერება გამოვაღვიძეთ. ახლა მოვიდა დრო, რომ ჩინეთის მთავრობას მოეთხოვოს იმ პირობების შესრულება, რომელიც პეკინმა 2008 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილის გამოხატვის დროს დადო”. ამბობს ჰე კინლიანი.

“ჩვენ გული გვწყდება, რომ ზოგი დასავლური ქვეყნის მთავრობა და ზოგი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც გლობალურად ადამიანის უფლებების და აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვას უნდა ემსახურებოდნენ. ორმაგი სტანდარტებიტ მოქმედებენ, როდესაც საქმე რუსეთსა და ჩინეთს ეხება”. გააგრძელა საუბარი ლუსი მორილონმა.

ორგანიზაცია “ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე” აცხადებს, რომ ძალზე აღელვებს რუსეთში დაგეგმილი არჩევნების ჩატარება. ორგანიზაციის თქმით, რუსეთში დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ეჭვის თვალით უყურებენ.

XS
SM
MD
LG