ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთმა ჩადის არმიას ამუნიცია გაუგზავნა


საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მეამბოხეებთან საბრძოლველად ჩადის არმიას სამხედრო ამუნიცია გაეგზავნა. სამინისტროს პრესმდივანმა ლორენ ტეისიერმა აღნიშნა, რომ ამუნიცია ჩადში მეზობელი ქვეყნების გავლით შეიტანეს და რომ ერთ-ერთ ასეთ ქვეყანას ლიბია წარმოადგენს. პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის ამუნიციაზეა საუბარი.

საფრანგეთის პრესა ამტკიცებს, რომ ჩადში ტანკის ჭურვები გაიგზავნა. პრეზიდენტ იდრის დების მთავრობის ცამოგდების მცდელობით, მეამბოხეებმა ჩადის დედაქალაქ ნჯამენაზე პირველ თებერვალს მიიტანეს იერიში. სამდღიანი ბრძოლის შემდეგ მათ უკან დახევა მოუწიათ. საფრანგეთს ყოფილ კოლონიაში ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული.

XS
SM
MD
LG