ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიამ აღმოსავლეთ ტიმორში შეიარაღებული ძალები გადასხა


აღმოსავლეთ ტიმორში ავსტრალიამ ქვეყნის პრეზიდენტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ კრიტიკული მდგომარეობის განსამუხტად შეიარაღებული ძალები გადასხა. საერთაშორისო უშიშროების ძალების მხარდასაჭერად სამხედრო ხომალდ პერტით დაახლოებით 150 ავსტრალიელი ჯარისკაცი და პოლიციელი შეურთდა მათ.

დღეს დარვინში ავსტრალიისა და აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად მათ გაეროს უშიშროების საბჭოს გაეროს სამეთვალყურეო მისიის მანდატის გაგრძელება მოითხოვეს.

ქვეყანაში 48 საათის განმავლობაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა , რომლის მიხედვითაც იკრძალება დემონსტრაციები და დაწესებულია კომენდანტის საათი.

ამჯამად აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტზი ჟოზე რამოს ჰორტა ავსტრალიაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

XS
SM
MD
LG