ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილი მიუხენის კონფერენციას დაესწრება !


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების 44-ე კონფერენციაზე, გერმანია მსოფლიოს პოლიტიკურ ელიტას მრავალი წელი მასპინძლობს..

გასული წლის მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც 11.02 გაიმართა, ნატოს გენერალურმა მდივანმა სჰეპერმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2009 წელს საქართველო უკრაინასთან ერთად ნატოს გაფართოების ახალ თალღაში მოხვდება. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის საერთაშორისო მიუნხენის კონფერენცია მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა : აქციის მონაწილეები მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ, მცირე შეტაკების შედეგად მინხენის პოლიციამ მაშინ აქციის 17 მონაწილე დააკავა.

2006 წლის თებერვალში რომ დავბრუნდეთ გავიხსენებთ, რომ 2006 წლის 5.02. მიუნხენის კონფერენციაზე ცხარე დებატები იმართებოდა, მაში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ს.ივანოვმა ბრალდება მეზობელი ქვეყნებისთვის გაზზე ფასების მომატების თაობაზე რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორებით მიზნით უარყო. ეს განცხადება ს.ივანივმა ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ბრალდების საპასუხოდ გააკეთა. ჯ.მაკკეინმა, რომელიც დღეს აშშ ჩატარებული პრაიმერის არჩევნების შედეგების თანახმად არის აშშ პრეზიდენტობის რეალური პრეტენდენტი, რუსეთი საქართველოსა და უკრაინის მიმართ პოლიტიკური მიზნებისთვის ენერგორესურსების გამოყენებაში დაადანაშაულა. 2 წლის წინ მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა ახსნა მხოლოდ საბაზრო პრინციპებზე გადასვლით...

2006 წლის 5-6 .02 მიუნხენის კონფერენციაზე ისევ, როგორც დღეს აქტუალური იყო კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი. 2 წლის წინ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა განაცხადა - საქართველო უარს ამბობს კონფლიქტის რეგულირების კოსოვოს მოდელზე ! კოსოვოში სჯიან მათ, ვინც ალბანელებს გენოციდი მოუწყო. ამ შემთხვევაში კი ქართულმა მხარემ ქართველთა გენოციდის აღიარება უნდა მოითხოვოს ! - მაგალითად კ.გაბაშვილმა 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი მოიყვანა...

მ.წ. ნოემბერში აშშ საპრეზიდენტო არცევნების გაიმართება. შუალედური არჩევნების შედეგად პრეზიდენტობის 2 კანდიდატი ჰილარი კლინტონი და ჯონ მაკკეინი ლიდერობენ. ჯორჯ ბუშის წასვლა როგორ აისახება საქართველოს პოლიტიკურ რეალობაზე ? - ამ კითხვით კ.გაბაშვილს და საერთაშორისო ექსპერტს ა.რონდელს მივმართე, რომლების ამბობენ რომ ყველა შემთხვევაში აშშ თავის სტრატეგიას საქართველოს მიმართ არ შეცვლის.

XS
SM
MD
LG