ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკოტლანდ იარდი:  ბჰუტო კამიკაძის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ იმსხვერპლა


სკოტლანდ იარდის გამომძიებლების დასკვნით პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო კამიკაძის მიერ მოწყობილ აფეტქებას შეეწირა და არა ქილერის მიერ ნასროლ ტყვიას. ბრიტანელი გამომძიებლების ეს ვერსია პაკისტანის ხელისუფლების მტკიცებულებებს ემთხვევა 27 დეკემბერს რავალპინდში პაკისტანის ოპოზიციის ლიდერის მკვლელობასთან დაკავშირებით. ბენაზირ ბჰუტო თავის ქალის მძიმე ტრამვის შედეგად გარდაიცვალა, რაც კამიკაძის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ გამოიწვია. ასეთია ბრიტანელი გამომძიებლების საბოლოო დასკვნა რომლებიც პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა მოიწვია ქვეყანაში ამ ტერაქტის გახსნის მიზნით. ბანაზირ ბჰუტოს სახალხო პარტიის წარმომადგენელმა არ გაიზიარა ბრიტანელი გამომძიებლების ეს ვერსია და კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG