ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. პუტინმა ნატო და აშშ გააკრიტიკა რუსეთის საზღვრებამდე ექსპანსიის გამო


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა ნატო და შეერთებული შტატები რუსეთის საზღვრებისკენ ექსპანსიის გამო. მისი თქმით ამ ახალ საფრთხეებს შეიარაღების მოდერნიზაციით უპასუხებს. კრემლში გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა რომ მსოფლიოში გამალებული შეიარაღების ახალი ტალღა აგორდა, თუმცა რუსეთი არ აპირებს ამ პროვოკაციას აყვეს. ბატონ პუტინს თავისი მმართველობის დამსახურებად მიაჩნია ხელფასების ზრდა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა რუსეთში, ასევე ჩეჩენი მემაბოხეების წინააღმდეგობის გატეხვა.
XS
SM
MD
LG