ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანელები ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობიდან 40 დღეს აღნიშნავენ


პაკისტანელები ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობიდან ორმოცი დღის გასვლას აღნიშნავენ. დღეს პაკისტანის ოპოზიციის ლიდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობიდან ორმოცი დღე გავიდა. სინდის პროვინციის ქალაქ გარი კუდაბაკშის სასაფლაოზე მდებარე ბჰუტოს საგვარეულო აკლდამასთან ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ბჰუტოს მეუღლემ ასიფ ალი ზარდარიმ განაცხადა, რომ მისი მეუღლის მარტვილობის შურისძიებას დემოკრატიული გზით სვლა წარმოადგენს. ბჰუტოს პაკისტანის სახალხო პარტიას ახლა ზარდარი უდგას სათავეში. ბენაზირ ბჰუტო გასული წლის ოცდასვიდ დეკემბერს წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გამოასალმეს სიცოცხლეს. პაკისტანის მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს ალ-ყაიდასთან დაახლოვებული შეიარაღებული ფორმირების ნახელავია. პოლიციამ დღეს ბჰუტოს მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ორი ადამიანი დააკავა.
XS
SM
MD
LG