ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო უფრო აქტიურად უნდა მოქმედებდეს ავღანეთში


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ნატო უფრო აქტიურად უნდა მოქმედებდეს ავღანეთში. მისი თქმით, ავღანეთის ყველაზე სახიფათო რეგიონებში მხოლოდ ალიანსის რამდენიმე წევრი ქვეყნის კონტინგენტებია დისლოცირებული. ქალბატონი რაისი ჟურნალისტებს დღეს ესაუბრა.

იგი ლონდონს გაემგზავრა სადაც ავღანეთში ნატოს როლის შესახებ სასაუბროდ იგი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გორდონ ბრაუნსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ მილიბანდს შეხვდება. გასულ კვირას გერმანიამ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის მოწოდება, რომ სამხედრო ძალები ავღანეთის მშვიდი რეგიონიდან უფრო სახიფათოში გადაისროლოს არაფრად ჩააგდო. თალიბთა წინააღმდეგ ბრძოლაში ძირითადად ამერიკელი, კანადელი, ბრიტანელი და ჰოლანდიელი ჯარისკაცები არიან ჩაბმულნი.

XS
SM
MD
LG