ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს გზა ევროპისკენ


თბილისში დღეს მუშაობა დაასრულა 2-დღიანმა საერთაშორისო კონფერენციამ “საქართველოს ევროპული გზა. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრებმა, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, ხოლო გახსნა კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ.

დღეს კონფერენციის მონაწილეები 3 თემაზე მსჯელობდნენ : კონფლიქტების მოგვარების, ეკონომიკური თანამშრომლობის და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შესვენების დროს სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკოთხებში გიორგი ბარამიძეს გავესაუბრე, რომელიც ამბობს, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განათლების სისტემაში და სხვა სფეროებში ჩაატარა, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა. ყველაზე მეტი შენიშვნები სასამართლო სისტემის მიმართ არსებობს, რასაც თავად საქართველოს ხელისუფლებაც ხედავს, ამიტომ სასამართლო სისტემაში ბევრი სიახლის დანერგვას გეგმავს. რაც, გ.ბარამიძის განცხადებით, მოსახლეობას ნდობას გაუჩენს სასამართლოს მიმართ.

XS
SM
MD
LG