ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ ამერიკის ოც შტატში შიდაპარტიული პირველადი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა


რესპუბლიკელ კანდიდატთა შორის ჯონ მაკკეინმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, ხოლო დემოკრატთა შორის ჰილარი კლინტონი და ბარაკ ობამა გაშმაგებულად იბრძოდნენ პირველობისთვის. სენატორმა მაკკეინმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ყველაზე ხალხმრავალ შტატებში ნიუ იორკსა და კალიფორნიაში.

მან აგრეთვე ხმების უმრავლესობა მოიპოვა ილინოისის, არიზონის, კონექტიკუტის, დელავერის, მისურის, ნიუ ჯერსისა და ოკლაჰომის შტატებშიც. მისმა მოქიშპემ მიტ რომნიმ გამარჯვებას მიაღწია მასაჩუსეთსში, კოლორადოში, მინესოტაში, მონტანაში, ჩრდილო დაკოტაში, იუტასა და ალასკაში. მნაიკ ჰაკაბიმ წარმატებას არკანზასის, ალაბამას, ჯორჯიას, ტენესისა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებში მიაღწია. დემოკრატთა შორის კი ლიდერი ჯერ-ჯერობით ასე ნათლად ვერ გამოაშკარავდა.

მართალია ჰილარი კლინტონმა კალიფორნიაში და ნიუ იორკში და კიდევ ექვს შტატში გაიმარჯვა, მაგრამ ბარაკ ობამამ მისი მშობლიური ილინოისის გარდა კიდევ თორმეტ შტატში მიაღწია გამარჯვებას.

XS
SM
MD
LG