ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტი თბილისში


თბილისში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი რუპელი, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები და სხვა ოფიციალური პირები. ევროკავშირის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს საქატრთველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც მსჯელობენ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, თანამშრომლობის განვითარებაზე, სამართლის, უსაფრთხოების საკითხებზე.. განიხილავენ საქართველოს შიდა კონფლიქტების მოგვარების და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს.

რაც საქართველოს შიდა კონფლიქტებს ეხება : დ.რუპელმა დღეს განაცხადა - კოსოვოს მაგალითი უნიკალურია და საქართველოს შიდა კონფლიქტების პრეცედენტად ვერ განიხილება. მე ვერ ვხედავ ვერანაირ კავშირს კოსოვოსა და საქართველოს შიდა კონფლიქტებს შორის“.

კოსოვოს პრემიერის დღევანდელი განცხადების თანახმად კოსოვოს სერბეთისგან დამოუკიდებლობა შესაძლოა 17.02. გამოცხადდეს. ამ შემთხვევაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის კ.სატულინის თქმით რუსეთი თავის პოზიციებს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მიმართ გადახედავს. კომენტარისთვის აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წევრს, ჯემალ გამახარიას მივმართე, რომელიც ბოლომდე დარქმუნებული არ არის, რომ რუსეთი აღნიშნულ კონფლიქტებთან მიმართებაში პრეცედენტს არ შექმნის...

XS
SM
MD
LG