ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიის მთავრობამ და ოპოზიციამ პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები დაიწყეს


მოლაპარაკებებს გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი უძღვება. მისი თქმით სიტუაციის გასაკონტროლებლად ორივე მხარე კომპრომისებზე უნდა წავიდეს.

კენიის წითელი ჯვრის ორგანიზაცია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესის დარღვევებით ჩატარების შედეგად გამოწვეულ არეულობას და ძალადობას უკვე ცხრაასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იძულებით გადაადგილებულია სამას ათასამდე ადამიანი. კენიის ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტ მვაი კიბაკის 27 დეკემბრის არჩევნების შედეგების გაყალბებაში სდებს ბრალს.

XS
SM
MD
LG