ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი ტელევიზია


დღევანდელ დღეს უკვე მიმდინარეობს აქტიური პროცესი საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი კანდიდატების დასახელებისა. ნოემბრის მოვლენებმა მოიტანა აუცილებლობა, რომ ტელევიზია, რომელიც ხალხს ეკუთვნის გარკვეულ ცვლილებებს დაექვემდებაროს და ის მეტად სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით თუ მოწონებით. დაარსების დღიდან, ძალიან მალე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭომ შეწყვიტა ფუნქციონირება და ფორმალური ხასიათი მიიღო. დღეისათვის საბჭოს შემადგენლობა ნაცვლად 9 წევრისა, მხოლოდ 3 წევრისგან შედგებოდა. ეს ერთგვარი კაზუსია, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი ორგანო, სწორედ ეს საბჭოა. დამოუკიდებელი ჟურნალისტი ნანა ზარდიაშვილი, საქართველოში და სხვა ქვეყნებში ამ ტელევიზიის გაჩენის ისტორიაზე მოგვახსენებს:

ნანა ზარდიაშვილივიცით რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩაისახა გასული საუკუნის 30-იან წლებში. ამგვარი მაუწყებლის აუცილებლობა იქიდან გამომდინარე გახდა, რომ ყოფილიყო ერთი დამოუკიდებელი მაუწყებელი, რომელიც მთლიანად დამოუკიდებელი იქნებოდა ყველანაირი, პოლიტიკური, კომერციული გავლენისაგან. საბჭოების არსებობაც სწორედ იქიდან მოდის: ეს არის მართველობის ორგანო, რომელიც წარმაოდგენს საზოგადოების კონტროლს მაუწყებლობის პროცესზე. განსაკუთრებული პროგრამული პრიორიტეტები არის სოციალურად ორიენტირებული გადაცემები, საგანმანათლებლო-კულტურული გადაცემების დიდი სეგმენტი და დაფინანსების სპეციფიკური ფორმები. თითქმის ყოველთვის პირველი ამ ჩამონათვალში არის საზოგადოების წარმომადგენლობა მართვაში, სამეთვალყურეო საბჭოს სახით. ეს ვითარება რომელიც განვითარდა საზ ტელევიზიის მიმართ, იყო ის რომ საბჭო პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა და ეს არის ყველაზე დიდი გაუგებრობა. საბჭო 3 წევრისაგან შედგება და ინსტიტუტი მაინც განაგრძობს მუშაობას. რადგან ის საბჭოს გარეშე ფუნქციონირებს, ესე იგი კანონი არ არის სრულყოფილი. ეს საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ვფიქრობ ახალი საბჭოს წევრების არჩევასთან ერთად, უნდა შევიდეს ცვლილებები კანონში, რისი მიხედვითაც საბჭო სინამდვილეში იქნება უმაღლესი ორგანო.

- სამწუხაროდ ამგვარი კაზუსებისგან საქართველოში არც ერთი სტრუქტურა არ არის დაზღვეული, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი საბჭოს და დირექტორის პირობებში, კიდევ უფრო ეფექტურად გააგრძელებს მუშაობას და საზოგადოებაში იკლებს უკმაყოფილების ტალღა, რომელიც სწორედ ამ ტელემაუწყებლის წინააღმდეგ იყო მიმართული.

XS
SM
MD
LG