გაეროს მონაცემების თანახმად მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მესამე ქალი პარტნიორი მამაკაცის მიერ ფიზიკურის შეურაწყოფის, ხოლო ქალთა 40 პროცენტი კი უცნობი პირის მხრიდან ფიზიკური ძალდობის მსხვერპლი ხდება.
ექსპერტების მოსაზრებით სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტის უზრუნველყოფის ერთერთი საშუალებაა ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრა. ოჯახური ძლადობა განვითარებულ ქვეყნებშიც ფიქსირდება
მაგალითად ევროპაში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართული კამპანია იტყობინება რომ ევროკავშირის მასშტაბით ყოველი მეხუთე ქალი მისი მამაკაცი პარტნიორის ძალადობის მსხვერპლია, ხოლო დანაშაულთა 25 პროცენტი მამაკაცის მხრიდან მეუუღლის ფიზიკური შეურაწყოფის ფაქტს შეადგენს. ბრიტანეთში ოჯახურ ძალადობას ყოველ კვირა ორი ქალის სიცოცხლე ეწირება.
ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო იტყობინება რომ შეერთებულ შტატებში ყოველ დღე 4 ქალი, კერძოდ კი წელიწადში 1400 ქალი სექსუალური და ოჯახური ძალდობის შედეგად კვდება. 572 ათასი ძალდობის ფაქტი ფიქსირდება წლიურად ამერიკაში, აქედან დაახლოებით 170 000 შემთხვევა იმდენად სერიოზულია რომ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.
ნიუ-იორკში ქალთა უფლებების დაცვის განყოფილების დირექტორი, შილა დოერი თვლის რომ ნებისმიერი სახის ძალადობა გლობალური პრობლემის ამსახველია.
შეერთებულ შტატებში ყოველი მეექვსე ქალი პარტნიორის ძალდობის მსხვერპლი ხდება. დაახლოებით მსგავსი მაჩვენებლია მსოფლიოს მასშტაბით. არის შემთხვევებიც როდესაც ოჯახური ძალადობის დროს მამაკაცის მიერ ძალდობის ისეთივე ხერხებია გამოყენებილი როგორც ომის დროს. ასევე ხშირად შიერაღებული თავდასხმის მსხვერპლი ქალები და ბავშვები არიან.
ოჯახური ძალადობა განსაკუთრებით შეინიშნება განვითარებად ქვეყნებში, როგორც გაეროს ოფიციალური პირები იტყობინებიან ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ყველაზე ბევრი შემთხვევა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა. გასულ წელს ქვეყანაში სექსუალური ძალადობის 27 ათას ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიია საერთაშორისო ამნისტიის მიერ გაკეთებული მოხსენების თანახმად სიერა ლეონეში, 1990 წელს სამოქალაქო ომის დროს ქალების ერთი მესამედი, ზუსტად კი 250 000 ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. დამნაშავეთა მხოლოდ მცირე რიცხვი წარსდგა მართლ;მსაჯულების წინაშე.
ნიუ-იორკში საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო ამნესტიის ქალთა უფლებების დაცვის განყოფილების დირექტორი, შილა დოერი თვლის რომ ქალებზე ძალადობა ომის დროს როგორც იარაღი ისე გამოიყენება. მშვიდობიან დროს კი ოჯახური ძალადობა მამაკაცის მხრიდან ხშირად პირველობის მოსაპოვებლად გამოიყენება.
პრობლემაში იმაშია რომ მსოფლიოს მასშტაბით ქალს როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქედ ისე აღიქვამენ. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ძალადობისა და დისკრიმინაციის ხელშეწყობა.
გაეროს მიერ გაკეთებული გამოკვლევები ცხადყოფს რომ ზიმბაბვეში ოჯახური ძლალადობის და ფიზიკური შეურაწყოფის მსხვერპლი 95 პროცენტი ხოლო პაკისტანში ქალების 70 პროცენტია. მერილენდის შტატში არსებული დემოგრაფიული და ჯანდაცვის მეთვლაყურეობის გაერთიანების თანამშრომელი ამბობს რომ:
ინდოეთში დაქორწინებული ქალების 35 პროცენტზე ოჯახური ძალადობის შემთხვევებია დაფიქსირებული. ხოლო ზამბიასა და უგანდაში 50 პროცენტი. მაგრამ ოჯახური ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი პერუში აღინიშნება.
ლტოლვილთა თითქმის ნახევარი ქალია და მიუხედავად ლტოლვილთა თავშესაფარში არსებული ძალდობის საშიშროებისა ისინი ხშირად იძულებულები არიან უზრუნველყონ ოჯახი საკვებითა და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებით. როგორც საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი ჰაიდი ლემანი აცხადებს, ლტოლვილი ქალებისთვის ძალადობა ყოველდღური ცხოვრების ნაწილი გახდა.
ქვეყნაში კონფლიქტი ხშირად ხელს უწყობს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის გაღვივებას. მაგრამ კონფლიქტის დაწყებამდეც ქალები და გოგონები ხშირად ოჯახური ძალდობის მსხვერპლი არიან.
გამოკვლევები ადასტურებს რომ ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა სახელმწიფოებს მილიარდობით დოლარი უჯდება. მსოფლიომ უნდა გადაახარისხოს ღირებულებები და ერთხელ და სამუდაომ ფარატინა ფურცლების მაგივრად ხმა აღიმაღლოს ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და იმ გლობალური დაავადების წინააღმდეგ, რომელსაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა პანდემია უწოდა.