ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრინც ჩარლზი ფიქრობს, რომ ლონდონის სახე დამახინჯდება თუ მაღალსართულიანი ნაგებობების მშენებლობა გაგრძელდება


პრინც ჩარლზი გაფრთხილებას აკეთებს, რომ დიდ ბრიტანეთში ისტორიულ ძეგლებს შენებლობის გავრცელების გამო განადგურების საშიშროება ექმნებთ. მისი განცხადებით, დაგეგმილი უცნაური ფორმის მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა ლონდონის სახეს დაამახინჯებს და ქალაქს თავის დამახასიათბელ იერსახეს წაართმევს. პრინცი ამ განცხადებით დღეს კონფერენციაზე გამოვიდა. კონფერენცია ქალაქის კეთილმოწყობის გეგმებს ეხებოდა. სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ცათამბჯენების აშენება ქალაქის სილამაზეს მოსპობს.
XS
SM
MD
LG