ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკურმა ძალებმა  ყველაზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ


გაეროს გენერალური მდივანის ბან კი მუნის განცხადებით კენიის დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა თავიანთ პარტიულ მისრაფებებზე უფრო მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ და ბოლო მოუღონ არჩევნების შემდეგ დაწყებულ ძალადობას.

გაეროს გენერალური მდივანი დღეს ჩავიდა ნაირობიში და თავის წინამორბედთან კოფი ანანთან ერთად დაუყოვნებლივ ჩაერთო კენიის პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში.

გუშინ ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში მიმდინარე აფრიკის კავშირის ქვეყნების კონფერენციაზე ბან კი მუნი კენიის პრეზიდენტს მვაი კიბაკის შეხვდა დღეს კი ოპოზიციის ლიდერთან რაილა ოდინგასთან გამართა მოლაპარაკება.

კენიაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწებულმა არეულობამ სულ ცოტა 850 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 300 ათასი კაცი კი იძულებული გახდა თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან აყრილიყო.

XS
SM
MD
LG