ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიაში ოპოზიციონერი კანონმდბელი მოკლეს


კენიის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ დღეს ქალაქ ნაირობიში ვინაობა დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ოპოზიციონერი კანონმდებელი.

პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. არ გამორიცხავენ ოპოზიციონერი ლიდერის მუგაბე ვერეს მკვლელობის პოლიტიკურ მოტივებს.

ვერეს მკვლელობის შემდეგ შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ქუჩაში დაიწყეს სროლა, სადაც სულ მცირე 4 ადამიანი მოკლეს.

ამის ფონზე, ორმა სამხედრო შვეულმფრენმა ავიადარტყმა განახორციელა ქალაქ ნაივაშაში შეკრებილ დემონტრანტებზე მათი დაშლის მიზნით.

ამბოხებასა და ეთნიკურ დაპირისპირებას კენიაში სულ მცირე 800 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG