ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პასუხობს თუ არა საქართველო ნატოს სტანდარტებს !


პასუხობს თუ არა საქართველო ნატოს სტანდარტებს !

დღეს თბილისში ნატოს შემფასებელი მისია ჩამოვიდა, დელეგაცია ნატოსთან IPAP-ის გეგმით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას შეისწავლის. რეფორმების მიმდინარეობაზე დასკვნას მისია ერთ თვეში მოამზადებს.

ნატოში რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, დიმიტრი რაგოზინის თქმით საქართველო ნატოს სტანდარტებს არ პასუხობს და რომ ნატოს მხრიდან ამ საკითხის პოლიტიზირების მცდელობა - უსამართლობაა. მისივე განცხადებით, რაც პლებისციტის შედეგებს ეხება ნატოში გაწევრიანების თაობაზე, მასში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მონაწილეობა არ მიუღია, რაც არის დარღვევა - აცხადებს დიმიტრი რაგოზინი..

პასუხობს თუ არა საქართველო ნატოს სტანდარტებს ? - ამ კითხვით არასამთავრობო ორგანიზაცია „ საქართველო ნატოში“ თავმჯდომარეს, შალვა ფიჩხაძეს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ მკვეთრად ჩამოყალიბებული ნატოს სტანდარტები არ არსებობს, არსებობს ნატოს მთელი რიგი დოკუმენტები, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანა უნდა აკონტროლებდეს სრულად თავის ტერიტორიას, მას არ უნდა ჰქონდეს კონფლიქტები.. მაგრამ ნატო, როგორც მოქნილი ორგანიზაცია ცვლის ხოლმე თავის მიდგომებს, ყოველი ქვეყნის მიმართ მას აქვს ინდივიდუალური მიდგომა.. დ.რაგოზინის განცხადება არაფერს ნიშნავს, ეს არის რუსეთის, და არა ნატოს პოზიციის გამოხატვა.

XS
SM
MD
LG