ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო სერიოზული დარღვევები


აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა ამერიკის ხმასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას დაესწრო და მისი აზრით, ინაუგურაციის პროცესი დღევანდელ რეალობას ასახავს. სააკაშვილი, მისი განცხადებით ლეგიტიმური პრეზიდენტია. “5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო სერიოზული დარღვევები, რომელბსაც გამოსწორება სჭირდება საპარლამენტო არჩევნებამდე, რათა ეს უკანასკნელი ასევე ლეგიტიმური შედეგით დასრულდეს და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი გაგრძელდეს.” ამბობს მეთიუ ბრაიზა.

“მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მომავალ პარლამენტში ახალი პოლიტიკური ძალები მოვლენ და საკანონმდებლო ორგანოში მკვეთრად განსხვავებული და მრავალფეროვანი სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ოპოზიცია საკმაოდ კარგ ხმებს მიიღებს, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დროზე შეუდგებიან პოლიტიკური პლატფორმის, იდეების ჩამოყალიბებას და მათ გააცნობენ ქართველ ხალხს. თუ მხარეები უსასრულოდ დაიწყებენ კამათს თუ რამდენად სერიოზული იყო დარღვევები საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობის დროს, მაშინ მგონი რომ ძალიან ძნელი იქნება საპარლამენტო არჩევნების წარმატების ხელშეწყობა და შესაბამისად, ამ უნაკალურ შანსაც დაკარგავს ქვეყანა, რათა არჩევნებით დემოკრატიზაციის პროცესი არ შეჩერდეს.

საქართველოში ასმეირკის საელჩომ ანალიზი ჩაატარა და გამოიკვლია საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა. ჩვენ დავადგინეთ, რომ ადგილი არ ჰქონია სერიოზულ გაყალბებას , იმ დონეზე, რომ ამ ფაქტებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე მოეხდინა გავლენა, თუმცა ჩვენ ვადასტურებთ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების მნიშვნელობას.”

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ნაწყვეტი ინტერვიუდან აშშ სახელმწიფო მდივნის მოადიგილს თანაშემწესთან ბატონ მეთიუ ბრაიზასთან, რომელიც ამერიკის ხმამ მას ვაშინგტონში ჩამოართვა.

XS
SM
MD
LG